среда, 30 апреля 2014 г.

დღე მეშვიდე


 განვიხილეთ გარდნერის თეორია და სწავლების სტილი, შევქმენით მოსწავლის დამხმარე პრეზენტაცია (თვითშეფასების ფორმა)  და შევინახეთ. ვისწავლეთ გოგლ დრაივში კითხვარის შექმნა და გამოქვეყნება. 

მოსწავლის პრეზენტაცია

четверг, 24 апреля 2014 г.

დღე მეექვსე

 დღეს გავიმეორეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა, ასევე ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და გავაზიარეთ, დავწერეთ  კომენტარები გაზიარებულ პრეზენტაციებზე. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენი პროექტის გეგმაზე.

среда, 23 апреля 2014 г.

დღე მეხუთე


 დღეს ვისწავლეთ გოგლ დრაივით პრეზენტაციის გაზიარება და კომენტარების დამატება. გავეცანით საავტორო უფლებებს და ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, მოსწავლის ხედვით გაკეთბული პატარა პრეზენტაცია.
დიდი მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისთვის.

среда, 16 апреля 2014 г.

დღე მეოთხე

  დღეს  გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს და დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო. ხუთივე მიზნისთვის ავარჩიეთ შეფასების სტრატეგიები და მიზნები. დავიწყეთ პრეზენტაციის კეთება, რომელსაც იმედია წარმატებით დავასრულებ :)


четверг, 10 апреля 2014 г.

დღე მესამე

   დღეს ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარების დამატება, გადავამოწმეთ ჩვენი სტანდარტები არის თუ არა ზედა დონის სტანდარტების შესაბამისობაში, რაშიც დაგვეხმარა  ბლუმის  ტაქსონომია. ვისწავლეთ როგორ უნდა დავსვათ ზოგადი და თემატური კითხვები, და ცოტა არ იყოს დავიბენი, რადგან გამიჭირდა ზოგადი და თემატური კითხვების დასმა, თუმცა გავერკვიე ვფიქრობ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
  დავალება, დავასრულოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

четверг, 3 апреля 2014 г.

დღე მეორე

  მოვისმინე კოლეგების იდეები მათი პროექტების შესახებ. შევავსე  სასწავლო პროექტის გეგმა. ასევე გავეცანით, თუ როგორ იქმნება ბუკლეტები და რა არის მნიშვნელოვანი მათი შექმნისთვის, ეს პროცესი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა. უბრალოდ ძალიან გამიჭირდა პროექტის თემის შერჩევა მე–6 კლასელთათვის, რადგან ვფიქრობდი რით დაინტერესდებოდნენ ყველაზე  მეტად, შევარჩიე თემა მათთვის სასურველი პროფესიების შესახებ და როგორ ფიქრობთ საინტერესო გამოვა?
  დიდი მადლობა 
დღე პირველი


  ტრენინგის პირველ დღეს,  ჩემთვის საინტერესო  საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მოვისმინე. პროექტების მომზადებაში დიდი გამოცდილება არ მაქვს და ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი და საინტერესო პროექტი. განსაკუთრებით მომეწონა პროექტის  მახასიათებლების  ჩეკლისტი, რომლის დახმარებითაც შევძლებ საინტერესო პროექტის შექმნას.